გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჩაქვის გვირაბთან ერთდროულად ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

27-02-2019

გუშინ, 27 თებერვალს, საღამოს, ბათუმი ჩაქვის გვირაბთან, ერთდროულად ორი ავტოსაგზაო შემთხვევა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე მეტრის დაშორებით მოხდა.


ერთ შემთხვევაში ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, შემთხვევის შედეგად 2 მოქალაქე დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. რამდენიმე მეტრში კი, ავარიული სიტუაციის შედეგად 3 ავტომობილი დაზიანდა.


ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები. მეორე საგზაო შემთხვევის შედეგად, ერთმა ადამიანმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები.


აჭარის ტელევიზია