გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს

27-02-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 250 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 12 000 ლარს აღემატება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.