გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ექსპედიციისას შავ ზღვაში დაჭერილი ზვიგენი ისევ ზღვაში დააბრუნეს

27-02-2019

შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს საზღვაო ექსპედიცია დასრულდა. 2019 წლის პირველი ექსპედიციის ფარგლებში თევზჭერა სანაპიროს სხვადასხვა უბანზე განხორციელდა. ექსპედიციის ფარგლებში, სპეციალისტებმა შავი ზღვის ზვიგენიც დაიჭირეს, რომელიც სპეციალისტებმა მალევე დააბრუნეს ზღვაში.


"საზღვაო ექსპედიციისას მოპოვებული იქნა შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი, რომელიც მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ გარემოში იქნა დაბრუნებული" - აცხადებენ უწყებაში.


კვლევის ფარგლებში, ექოსაუნდერით სკანირებით შეგროვდა მასალა ზღვის სანაპიროზე თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შესახებ. ასევე, წარმოებდა დაკვირვებები ზღვის ძუძუმწოვრებზე. აღებული მასალა და სინჯების დამუშავება მარტის თვის ბოლომდე დასრულედება.


აჭარის ტელევიზია