გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ენმ ზუგდიდში სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

19-12-2017

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციამ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დღეს დაიწყო. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი წითლიძის თქმით, ამ დროისთვის 8 ათასი ბლანკია გაცემული. პროცესი 10-დან 15 იანვრამდე დასრულდება.

„ზუგდიდში უკვე დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება რომ შეწყდეს საქართველოს III პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. ჩვენი აქტივისტები დადიან ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების მასშტაბით და მსურვლებს შეუძლიათ ადგილზე მოაწერონ ხელი. ხელის მოწერა მოქალაქეებს ჩვენს ოფისშიც შეუძლიათ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წითლიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამავე მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მთელი სამეგრელოს მასშტაბით მიმდინარეობს. გარდა ამისა, პარტია სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

სააკაშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს ენმ მთელს საქართველოში აგროვებს. პარტია აღნიშნულ დოკუმენტს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და სამთავრობო უწყებებს გადაუგზავნის.

წყარო: "ათინათი"