გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სატყეო სააგენტო მეტყევე-ტაქსატორების გადამზადებას იწყებს

28-02-2019

ეროვნული სატყეო სააგენტო მეტყევე-ტაქსატორების გადამზადებას იწყებს. სააგენტომ სპეციალური სასწავლო კურსი მოამზადა და სატყეო საქმის სპეციალისტები სამთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ გაივლიან, რომლის დასრულების შემდეგაც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან.


ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვისა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს, მისი სარევიზიო პერიოდი 10 წელია, თუმცა, უკანასკნელი ტყის ინვენტარიზაციის მასალები ქვეყანაში 1997 წლით თარიღდებოდა. მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ქვეყანაში თითქმის აღარ დარჩა შესაბამისი კვალიფიკაციის მეტყევე სპეციალისტები (ე.წ ტაქსატორები), ვისაც შეუძლია როგორც საველე სამუშაოების ჩატარება, ასევე ტყის მართვის გეგმების მომზადება.


პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ განახლებულია ინფორმაცია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის გეგმები მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის.