გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კახეთში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების რეაბილიტაცია იგეგმება

28-02-2019

საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობა იგეგმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს 440 პროექტიდან კახეთში 54 პროექტი განხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას, ახლის მშენებლობას, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების გარემონტებას და სხვა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, პროგრამისათვის ჯამში გამოყოფილია 20 მილიონი ლარი და კახეთის გარდა, მოიცავს ყველა რეგიონს.


„ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისა და რეგიონებში აუცილებელი სერვისების მიწოდების მიზნით. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ. საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა. ასევე დაგეგმილია 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაციაც. პროგრამა მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


სამხრეთის კარიბჭე