გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზუგდიდი-ჯვარის მაგისტრალზე ავარიისას დედა-შვილი დაიღუპა

1-03-2019

ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზედა ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, თენგიზ ნაზღაიძე და ამავე მანქანაში მჯდომი თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი დაიღუპნენ.


თენგიზ ნაზღაიძე ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე პირია. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს, ქაშუეთთან თავს 35 წლის მამაკაცი დაესხა.


მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მამაკაცი თენგიზ ნაზღაიძე იყო. არსებული ინფორმაციით, ის სასჯელს იმ ციხეში იხდიდა, სადაც ლადო ბედუკაძე ზედამხედველად მუშაობდა. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2015 წელს დატოვა.


ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინ მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი, მათ შორის, ნაზღაიძის დეიდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.