1-03-2019
დაცული ტერიტორიების სააგენტოს 17 თებერვლის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრიდან 17 თებერვლამდე საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 24 609 ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან ყველაზე მეტი, 9515 ადამიანი თბილისის ეროვნულ პარკს ესტუმრა. მეორე ადგილს ყაზბეგის ეროვნული პარკი იკავებს - 4290 ვიზიტორით, პრომეთეს მღვიმეს კი 3009 ადამიანი ესტუმრა.
ყველაზე ცოტა, 51 ვიზიტორმა კავახეთის დაცული ტერიტორიები მოინახულა.
მონაცემები დეტალურად:
თბილისის ეროვნული პარკი - 9515 ვიზიტორი;
ყაზბეგის ეროვნული პარკი - 4290 ვიზიტორი;
პრომეთეს მღვიმე - 3009 ვიზიტორი;
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - 1622 ვიზიტორი;
სათაფლია - 1331 ვიზიტორი;
მარტვილის კანიონი - 1174 ვიზიტორი;
მტირალას ეროვნული პარკი - 1003 ვიზიტორი;
კოლხეთის ეროვნული პარკი - 597 ვიზიტორი;
ქობულეთის დაცული ტერიტორიები - 499 ვიზიტორი;
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები - 455 ვიზიტორი;
ალგეთის ეროვნული პარკი - 262 ვიზიტორი;
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები - 259 ვიზიტორი;
ნავენახევის მღვიმე - 159 ვიზიტორი;
მაჭახელას ეროვნული პარკი - 149 ვიზიტორი;
ჭაჭუნას აღკვეთილი - 134 ვიზიტორი;
კინტრიშის დაცული ტერიტორიები - 100 ვიზიტორი;
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები - 51 ვიზიტორი.