1-03-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ შამგონადან, საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტებმა ამავე სოფლის მკვიდრი, 55 წლის გულადი ხუბუა გაიტაცეს.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ხუბუას ოჯახმა გატაცების შესახებ დღეს შეიტყო. მათ უკვე შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია უკვე ინფორმირებულია.