19-12-2017
მომხმარებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმში ტბელ-აბუსერიძის #15-ში, „თეგეტას“ მეორე ფილიალი გაიხსნა. აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელს დახვდება თეგეტას ქსელში არსებული 100 000-მდე პროდუქტი: საბურავები, ზეთები, ფილტრები, აკუმულატორები, ავტოსათადარიგო ნაწილები და სხვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. ბათუმის ახალ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სერვისებით: საბურავის სერვისი, სავალი ნაწილი, ზეთის შეცვლა ძრავში და გადაცემათა კოლოფში.
„თეგეტას“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.
„თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. დღეისათვის „თეგეტა“ საქართველოს მასშტაბით 23 ფილიალით არის წარმოდგენილი.