გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მეთხილე ფერმერებს სწავლებებს ჩაუტარებენ

1-03-2019

მეთხილეობის დარგში არსებული ვითარება და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მეთხილე ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე. სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული 15 სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს და მოიცავს მუნიციპალიტეტებს სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.


მეთხილე ფერმერებს მიაწვდიან ინფორმაციას თხილის მოვლის შესახებ, გააცნობენ ასევე „თხილის გადარჩენის პროგრამას“, რომელშიც ჩართვისა და პროგრამით გათვალისწინებული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ.


მეთხილე ფერმერებთან შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კუთხით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან და ფერმერებთან.


„ფერმერების მაქსიმალური ინფორმირებულობა და ჩართულობა მომავალ სეზონზე ხარისხიანი მოსავლის მიღების წინაპირობაა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მათ გადაეცემათ შესაწამლი აპარატები, ექნებათ წვდომა აგროქიმიკატებთან, პესტიციდებთან და ფინანსურ რესურსებთან“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.