გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მერიამ სოფლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მეორე ეტაპი დაასრულა

1-03-2019

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებით გამოყოფილი თანხით დასაფინანსებელი პროექტები დარჩენილ 4 ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქნა შერჩეული.


პრიორიტეტების შესარჩევად, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ლეძაძამესა და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლები დაესწრნენ.


,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში საერთო კრებები/კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა.


მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში.