გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის მანქანა ფულის გადატანისას დააყაჩაღეს - დაჭრილია ინკასატორი

2-03-2019

ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის მანქანა ფულის გადატანისას დააყაჩაღეს. დაჭრილია ინკასატორი.


არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეირაღებულნი და მათ ინკასაციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ერთი ინკასატორი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.


როგორც ცნობილია, თავდამსხმელებმა ფულის ქეისის წაღება შეძლეს. გატაცებული თანხის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.


პოლიცია თავდამსხმელების ვინაობის დადგენაზე მუშაობს. ახლოს მდებარე სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერებია ამოღებული.



rustavi2.ge