გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილ მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებულ მოხუცებს დედის დღე მიულოცა

2-03-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით, სათნოების სახლ ,,კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისათვის საქველმოქმედო-შემეცნებითი პროექტი „შენ ჩვენ გვჭირდები“ გაიმართა.


აფხაზეთის სამინისტროს ნფორმაციით, ღონისძიების პირველ დღეს „კათარზისელების“ და აფხაზეთის ახალგაზრდობის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით სადღესასწაულო სადილი მოეწყო.


მზრუნველობა მოკლებულ პირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი, ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ელგუჯა გვაზავა, ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თბილისის მეტოქიონის წინამძღვარი, მამა ლევანი და სხვა მოწვეული სტუმრები მიესალმნენ, მათ დედის დღე მიულოცეს და მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები ორი კვირის განმავლობაში კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვაში დაეხმარებიან.