4-03-2019
რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ოჯახის 7 წევრი მოიწამლა. მათგან 6 ბავშვია, ერთი კი მათი ბებია.
ბავშვები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მათგან უფროსი 9 წლისაა, ყველაზე პატარა კი 1 წლის.
არსებული ინფორმაციით, ბავშვებს დედა აბაზანაში აბანავებდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა მათგანმა გონება დაკარგა.