გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოში ახალი პირადობის მოწმობა თებერვლის თვეში უფასოდ 93 620 მოქალაქემ აიღო

4-03-2019

1 თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მიზნით გამოცხადებული აქციის შესახებ 93 620 მოქალაქემ ისარგებლა. აქცია ეხებოდა საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამ დრომდე ფლობდნენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და მათ სახელზე არასდროს ყოფილა გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
მათ ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შეეძლოთ ესარგებლათ აქციით, შეეცვალათ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიეღოთ პირადობის ელექტრონული მოწმობა.


აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ, როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. აქციის დასრულების შემდეგ საქართველოში დარჩა 655 917 პირი, ვისაც აქვს ე.წ. ლამინირებული მოწმობა (აქციის დაწყებამდე იყო- 749 537). ყველაზე მეტს თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობდნენ: დღეის მდგომარეობით , დარჩენილია -154 974 (აქციამდე იყო - 175 914;); შემდეგ - იმერეთის, დღეის მდგომარეობით , დარჩენილია - 108 893 (აქციამდე იყო -125 383); კახეთის –დღეის მდგომარეობით, დარჩენილია -71 053 (აქციამდე იყო-80 007 ) და ქვემო ქართლის –დღეის მდგომარეობით, დარჩენილია- 72 012 (აქციამდე იყო -79 947).


დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.