გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

23 წლის ბიჭის დედა ფიქრობს, რომ მისმა შვილმა თავი ბანკის ვალების გამო ჩამოიხრჩო

19-12-2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში 23 წლის მ. მურვანიძე, რომელსაც ოჯახი ერთი დღის განმავლობაში ეძებდა, გამთენიისას ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

ოჯახი, რომელშიც გარდაცვლილი ცხოვრობდა, სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა. 

დედის განცხადებით, თვითმკვლელობის მიზეზი მძიმე სოციალური და საცხოვრებელი პირობები გახდა, რასაც მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ერთვოდა. 

როგორც დედა "გურიის მოამბესთან" იხსენებს, ახალგაზრდა მეზობელ თურქეთში ხშირად სამუშაოდ დადიოდა, თუმცა ბანკის ვალების მოსაგვარებლად გამომუშავებული თანხა საკმარისი არ იყო.

გარდაცვლილის დედა ფიქრობს, რომ მისმა შვილმა ეს გადაწყვეტილება ბანკის ვალებისა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო: 'კი დადიოდა თურქეთში სამუშაოდ, მაგრამ ჯანმრთელობაც არ უწყობდა ხელს. სამკურნალო თანხა არ გვქონდა, აქეთ ამდენი ბანკის ვალი და ალბათ ამიტომ გაიმეტა ჩემმა შვილმა თავი"-გვიყვება ქალბატონი. 

23 წლის მ. მურვანიძე ხეზე ჩამომხრჩვალი დღეს ადრე დილით იპოვეს. 

შსს-ს განცხადებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

წყარო: "გურიის მომაბე"