გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბორჯომში ამხანაგობებს სახურავებისა და ფასადების მოწესრიგება 2%-იანი თანამონაწილეობით შეეძლებათ

4-03-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამა განახლებული წესით დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები: ლიფტებისა და სახურავების შეკეთება, წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის სამუშაოები, ფასადების შეკეთება და საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეზოების კეთილმოწყობა და 5 სართულამდე შენობის კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები, ასევე ე.წ მიშენებების კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრა.


პროგრამაში შესული ცვლილებების მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი სახურავებისა და ფასადების მოწესრიგებას 98%-იანი თანადაფინანსებით განახორციელებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 2%-იანი თანამონაწილეობა განესაზღვრათ.


ტელეკომპანია ბორჯომი