გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბათუმში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

5-03-2019

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ტაკიძეს მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ტაკიძის გათავისუფლებაზე.


1995 წელს დაბადებულ გიორგი ტაკიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება-გამოყენებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.


კონფლიქტის დროს ცეცხლსასროლი იარაღი არ ყოფილა გამოყენებული, თუმცა იგი ბრალდების მხარის განცხადებით, დაკავებულს აღმოაჩნდა.


„იარაღი დაკავებულს არ ეკუთვნოდა, ჩხუბის დროს მან ის ძირს დაგდებული იპოვა და აიღო, რომ სხვას არ გამოეყენებინა. გარდა ამისა, იარაღში იყო მხოლოდ ხმოვანი ტყვიები და მისი გამოყენების შემთხვევაში, დაკავებული ზიანს ვერავის მიაყენებდა” - განაცხადა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა.


ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარი ინციდენტის გამო, ხუთი პირია დაკავებული. დაპირისპირება ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მოხდა. შედეგად, ცივი იარაღით დაშავდა რამდენიმე ადამიანი. როგორც ადვოკატები ამბობენ, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო.


დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკავებული სხვა ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ.


ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.