გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

5-03-2019

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ის

პოლიტიკური მდივნის პოზიციაზე გია ვოლსკის შეცვლის.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში.

2012 წლის 15 თებერვლიდან, იგი იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი.

2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პარლამენტის წევრი, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით.

2012 წლის 25 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მინისტრის თანამდებობაზე ღარიბაშვილის მუშაობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რითაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, საპატიმრო დაწესებულებები დატოვა 16 ათასამდე მსჯავრდებულმა, გათავისუფლდა 200-მდე მოქალაქე, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დევნილი და დაპატიმრებული.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზება და რესტრუქტურიზაცია. ამ რეფორმის ფარგლებში (2012 წლის ნოემბერი), სამინისტროს სამსახურების - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ნაცვლად, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები, შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ.


31 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მომავალ პრემიერ–მინისტრად 2013 წლის 2 ნოემბერს დასახელდა. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

2013 წლის 17 ნოემბერს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მომენტიდან, ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც თვისებრივად შეიცვალა და გაიზარდა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები.

2013 წლის 18 ნოემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მთავრობის ახალი პროგრამა, რომელიც ეფუძნება კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებულ ღირებულებებსა და საარჩევნო პროგრამას.