გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიის პოზიციებს გააძლიერებს

5-03-2019

„ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა და გამოცდილი კადრია, ის ყველაზე უკეთ შეძლებს, მაქსიმალურად შემოიკრიბოს „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერი“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.


„ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის საქმიანობაში თავიდანვე ჩართული იყო და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ყველაზე უკეთ შეძლებს, მაქსიმალურად შემოიკრიბოს „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერი, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც პარტიის საქმიანობაში და ცვლილებებში თავიდანვე ჩართული იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ამას საუკეთესოდ შეძლებს“ - განაცხადა თალაკვაძემ.


მისი თქმით, ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარტიის პოზიციების გაძლიერებასა და პარტიის მხარდამჭერების უფრო მეტ კონსოლიდაციას ემსახურება.


„დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ, ჩვენი პარტიის პოზიციები გავაძლიეროთ. ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში რეიტინგი ყოველთვის ჰქონდა და მხარდაჭერა დღესაც აქვს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოზიციების გაძლიერებასა და ჩვენი მხარდამჭერების უფრო მეტ კონსოლიდაციას ემსახურება. პროცესები, რომელიც პარტიაში მიდის, კიდევ უფრო მეტად გაუხსნის კარს ახალი, მომავლის ხედვის მქონე მოტივირებულ ადამიანებს. 2020 წლის არჩევნები ახლოვდება. შესაბამისად, ეს პროცესები კანონზომიერია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს“ - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.