გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა

6-03-2019

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21%-ით მეტია.


ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 42% (628022), ჩინეთი - 7% (600783) და აშშ - 1032% (128145); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა - 75% (104616), საფრანგეთი - 24% (17406), შვედეთი - 313% (9000), ბულგარეთი - 6% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი - 17% (8688854), ბელარუსი - 1389% (80394), აზერბაიჯანი - 8% (8814), მონღოლეთი - 189% (66012) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (8688854), უკრაინა (976482), პოლონეთი (628022), ჩინეთი (600783) და ყაზახეთი (346152). წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 115-მა კომპანიამ განახორციელა.


ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 85,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 188% შეადგინა.


მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 43,6 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ს აღწევს.