გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კალიების საწინააღმდეგო ბრძოლის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს

6-03-2019

განსაკუთრებით საშიში მიგრაციული მავნებლის - კალიების საწინააღმდეგო ბრძოლის ფარგლებში რეგიონული

სწავლება მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მცენარეთა დამცველები მონაწილეობენ.

სწავლებებზე, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო ექსპერტები (აშშ, კანადა, მაროკო, ავსტრალია, ჰოლანდია, მავრიტანია) ატარებენ, კალიების პოპულაციის მონიტორინგი და მავნებელთან ბრძოლის ქიმიური თანამედროვე მეთოდები და მიდგომები, ასევე პესტიციდებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება განიხილება.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტრანსსასაზღვრო მავნებლებთან ბრძოლის ფარგლებში აღნიშნული რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში FAO-ს მხარდაჭერით სისტემატურად ტარდება სწავლებები, საზღვრისპირა გამოკვლევები რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით. FAO საქართველოს მუდმივად უწევს ტექნიკურ დახმარებას შემასხურებელი აგრეგატების, თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, პესტიციდების გადმოცემითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში ხელშეწყობით. აღნიშნული პროგრამის დახმარებით შემუშავდა და ინერგება კალიების გლობალური საინფორმაციო სისტემა.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს ხელი მოაწერა (FAO) პროექტს „ტრანსსასაზღვრო მავნებლებთან - კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში“ (GCP/GLO/963/USA), რომლის ფარგლებშიც 2019 წელს კვალიფიკაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს 7 მცენარეთა დამცველი აიმაღლებს. ისინი სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ სპეციალისტებს გადაამზადებენ.