გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი გახარია: ანაკლიის პორტი ამ ქვეყნის მომავალია

6-03-2019

პარლამეტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ

ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გახარიას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


"მე ახლა ჩემ აზრს გამოვთქვამ, ვიღაცას შეიძლება მოეწონოს, ვიღაცას არ მოეწონოს - კითხვები უამრავია დაგროვილი, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მინდა ვთქვა, რომ ყველა ფორმატში როგორც პროკურატურა იქნება, პარლამენტი იქნება - როგორც ყოველთვის, მზად ვარ ღიად ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებზე და იმ შეფასებებზე რომელიც მე მაქვს.


ახლა რაც შეეხება იმ კითხვას, რომელიც აქ რომ მოვედი უკვე ბევრჯერ დამისვეს. პირველი, რამდენიმე ჩემთვის პირადად კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს, გახლავთ ის რომ, სამწუხაროდ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობის და ტყუილებისთვის. მეორე - ამას რა თქმა უნდა თავისი მიზანი ჰქონდა. ნათელია. რომ ამისი მიზანი იყო, შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა რაღაც სკანდალებზე, სამწუხაროდ ეს გამოვიდა.


ყველაზე მთავარი - მესამე, მე როგორც ვიცე პრემიერს და ყოფილი ეკონომიკის მინისტრს ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის, ეკონომიკისთვის რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი.


დღეს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, ასევე ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი, საერთოდ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი. და ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ეკონომიკაზე ისე უსაფრთხოებაზე, ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ცდილობენ თავიანთი ვალდებულებებს თავი აარიდონ და დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები.


კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ანაკლიის პორტი - ეს არის ამ ქვეყნის მომავალი და უსაფრთხოების და ეკონომიკის კონტექსტში, არავის არ გამოუვა არც ერთ შემთხვევაში რომ შეთქმულების თეორიებით სკანდალებით და ჭორაობით ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვთ წლების წინ თავი აარიდონ." - განაცხადა გიორგი გახარიამ.