« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
6-03-2019
2019 წლის 2 თვის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 25%-ით გაიზარდა. მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238,445 მგზავრს მოემსახურა, რაც 13 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111% გაიზარდა და 47,573 მგზავრი შეადგინა;
2019 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 14,278 მგზავრმა ისარგებლა, 87%-ით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.
ზრდის ტენდენცია შეინიშნება ადგილობრივი აეროპორტებშიც.
2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში, 2019 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 80%-ით გაიზარდა.