გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა ბახტაძე: 2022 წლისთვის განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს

7-03-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება.


"განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს.


ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს, რომ სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერმა ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა.