გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

20-12-2017

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. 


ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, საახალწლო კონცერტები დედაქალაქში სამ ლოკაციაზე გაიმართება, რომელზე დასწრების მსურველებსაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა 04:00 საათამდე შეეძლებათ. 

„ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მეტრო მგზავრების უფასოდ გადაყვანას უზრუნველყოფს. ასევე, მოსახლეობისთვის ავტობუსებით მომსახურება უფასო იქნება. ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილსა და ევროპის მოედანზე მობრძანდეს და კონცერტებს დაესწროს, ის უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსებით. ავტობუსებით უფასოდ გადაადგილება დილის 04:00 საათამდე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.