გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სადახლოსა და წითელ ხიდზე 93 040 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

7-03-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 93,040 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 1 ცალი სიგარეტის მოსაწევის აპარატი (IQOS) აღმოაჩინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.


ხოლო 14 თებერვალს, 2 და 4 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, აღმოჩენილი სამართალდარღვევების საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.