გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2019 წლისთვის გარდაბნის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლების გაშენებაა დაგეგმილი

7-03-2019

2019 წლისთვის გარდაბნის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლების გაშენებაა დაგეგმილი, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 


„პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან ერთად, 2018 წელს მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ”. ახალი კანონი დაარეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციასთან, სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენა-გაშენებასთან, მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.


დღეისათვის, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2018 წელს გაშენდა 6,5 კმ ქარსაფარი ზოლი. 2019 წლისთვის გარდაბნის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლების გაშენებაა დაგეგმილი “ - განაცხადა დავითაშვილმა.