გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სადახლოსა და კარწახში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

8-03-2019

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,კარწახი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს. კერძოდ, 27 თებერვალს, ,,კარწახში“, სომხეთის მოქალაქეს ს.ჰ-ს, 16 291 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 243 გრამი) საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდა.


საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. პირველ მარტს, სგპ-ში ,,სადახლო-საავტომობილო“, რუსეთის მოქალაქეს ა.ა-ს, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 200 ცალი ბრილიანტის თვალი (საერთო წონა 5.14 გრამი) შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,581.31 ლარი შეადგინა.


საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3,581.31 ლარის ოდენობით შეეფარდა.