გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

8-03-2019

ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირების ოჯახის წევრებმა, დევნილმა საზოგადოებამ გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავი და საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.


გორის და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირების, მამია ალასანიას და გურამ გაბესკირიას საფლავები ყვავილებით შეამკეს.