გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სენაკში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს

8-03-2019

სენაკში ჟიულის თანამებრძოლს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს.


გენო ადამიას დღეს 83 წელი შუსრულდებოდა.


გენო ადამიას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა.


გენო ადამიამ, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან, მოხალისეები შემოიკრიბა. ის თანამებრძოლებთან ერთად ბოლომდე იბრძოდა.


გენერალ-მაიორი გენო ადამია1993 წლის 28 სექტემბერს, კელასურის ხიდთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.


შეგახსენებთ, რომ 7 მარტს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მშობლიურმა ქალაქმა მისი ღირსეული შვილის 75 წლის იუბილე აღნიშნა.