გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მოსახლეობას უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა

10-03-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, მოსახლეობას უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა.


სამედიცინო კვლევების აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და თვალის მიკროქირურგიული ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის’’ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.


აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა.


აქციის ფარგლებში, კლინიკა ,,ოფთალმიჯის’’ ზუგდიდის ფილიალის ოფთალმოლოგთა ჯგუფი ახორციელებს თვალის სრულ პირველად გამოკვლევას, დაავადებების სკრინინგს და რეფრაქციის დადგენას. გამოკვლევა თვალის ქსოვილების შრეობრივ ანალიზს იძლევა, რითაც ვლინდება თვალის ისეთი დაავადებები, როგორიცაა: გლაუკომა, ბადურის შეშუპება, ბადურის დისტროფია და სხვა.


საჭიროების შემთხვევაში, უფასო ოფთალმოლოგიური კვლევების მეორე ეტაპი მოიცავს ქირურგიულ მომსახურეობას, რომელსაც დედაქალაქიდან მოწვეული, კლინიკის ოფთალმოლოგთა ჯგუფი ახორციელებს.