გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვისთვის არის განკუთვნილი სკამები და რა თანხა გამოიყო ბიუჯეტიდან

9-11-2017

რუსთავის მუნიციპალიტეტმა საოფისე სავარძლების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
ქალაქის მერია 6 გორგოლაჭიან სკამს შეიძენს, მათგან 5 სკამი შესყიდვების სამსახურისთვისაა განკუთვნილი, ერთი კი მერის მოადგილისთვის, რომლის ძველი სავარძელი დაზიანებულია. 

როგორც შესაბამის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ერთი სავარძელი  მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელი ზედაპირით, მეტალის ქრომირებული ფეხით გორგოლაჭზე, შავი ფერის უნდა იყოს. სავარძელს   სიმაღლის რეგულირებისა და ქანაობის რეჟიმიც უნდა ჰქონდეს . რეკომენდირებული წონა - 120 კგ.

დანარჩენი 5 სავარძელი კი  ნაჭრის ზედაპირით, გორგოლაჭითა და შავი ფერის უნდა იყოს.  რწევის რეჟიმი სინქრონიზირებული დახრით, წონის რეგულირების მექანიზმი მექანიკური- რეგულირებადი. სავარძელს უნდა ჰქონდეს სიმაღლის და საზურგის რეგულატორი. რეკომენდირებული წონა - 100 კგ.

ქალაქის ბიუჯეტიდან სავარძლების შესაძენად 1 220 ლარია გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.


წყარო: inforustavi