გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

არჩილ თალაკვაძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

13-03-2019

არჩილ თალაკვაძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„პირველ რიგში მინდა ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადო ამ მძიმე ფაქტის გამო. გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში. ამ მომენტისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს ხელთ არის ის, რომ ის იყო სავარაუდოდ პატიმრობაში. დე ფაქტო ხელისუფლება გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ასახელებს თვითმკველობას.


რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს კომუნიკაცია შესაძლებელი გახდა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის მყისიერი და აქტიური ჩართვის შედეგად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით.


წინასწარი მოლაპარაკებები და სავარაუდოდ ეს მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება მიმდინარეობს გვამის დაუყოვნებლივ გადმოცემასთან დაკავშირებით. ეს ახალგაზრდა კაცი იყო დევნილი აფხაზეთიდან და კიდევ ერთხელ მე მინდა ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრო მისი გარდაცვალების გამო, რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი მიზანი არის, რომ გადმოეცეს ცხედარი ჩვენს მხარეს, რათა ის ვერსია, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს გადამოწმდეს ექსპერტიზის მიერ, ექსპერტიზის შედეგების მიღებისთანავე უკვე შემდგომი ნაბიჯები თუ რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება გახდება ცნობილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.