გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სარფში, სადახლოსა და წითელ ხიდზე 13,760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

13-03-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სადახლო-საავტომობილო“, ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, 8-12 მარტს, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზებაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ჯამში 13,760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.