გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზალკალიანმა განმარტა მიზეზი, რატომ ვერ მიიღებენ ქართველები ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს

13-03-2019

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა შეტყობინებასა და ინფორმაციაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.


დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას და მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ თავშესაფრის მოთხოვნისგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რადგან ყველანაირი ასეთი მცდელობა ფუჭია.


"ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უსაფრთხო ქვეყნების რიცხვშია შეყვანილი. ეს გულისხმობს, რომ თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული არც ერთი მიმართვა არ იქნება დაკმაყოფილებული. ამიტომ საზოგადოებას და ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავს მძიმე მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად განიხილება და თავშესაფრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.


მისი თქმით, უწყებისთვის ცნობილია ესპანეთის შემთხვევის შესახებაც, სადაც თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და ღამეს ქუჩაში ათევს.


"ჩვენი კონსული შეხვდა მათ და განუმარტა ყველანაირი პროცედურები. მათ ასევე შეხვდა ადგილობრივი საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები და მათ განემარტათ, რომ მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და მომავალში ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ იქნება არცერთ ევროკავშირის ქვეყანაში დაკმაყოფილებული", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.