20-12-2017
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მინისტრებს კითხვები დაუსვეს.
"ევროპული საქართველოს“ წევრმა თენგიზ გუნავამ, შს მინისტრს ჰკითხა, ფლობს თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდში „ტყის ძმების“ დაჯგუფების ხელმძღვანელი, დათო შენგელია და მისი მეგობრები თითქმის ყველაფერს აკონტროლებენ.
აღნიშნულზე გიორგი გახარიამ უპასუხა: "ზუგდიდს მაყურებელი ჰყავსო და ვინ უყურებს ამ ზუგდიდს?
ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი ხვიჩა ცხაკაიას სახელი და გვარი დაასახელა.
წყარო: "ათინათი"