გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის პირველადი ექსპერტიზა დასრულდა

14-03-2019

გალის რაიონში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა.


წინასწარი მონაცემებით, ცხედარს ყელის მიდამოში დაზიანებები აღენიშნება. სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ეს  შესაძლოა, თოკის ზემოქმედებით იყოს გამოწვეული. გარდა ამისა, ცხედარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნება სხვა მცირე დაზიანებებიც. გალის რაიონში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, ცხედარს ყელის მიდამოში დაზიანებები აღენიშნება. სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ეს  შესაძლოა, თოკის ზემოქმედებით იყოს გამოწვეული. გარდა ამისა, ცხედარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნება სხვა მცირე დაზიანებებიც. 


ამჟამად ექსპერტები ადგენენ, კვარაცხელიაზე ძალადობა მის სიცოცხლეშივე მოხდა თუ გარდაცვალების შემდეგ.


კვარაცხელიას უფლებებს ცენტრი "ემპათია" იცავს. ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ჩატარდა გარეგნული დათვალიერება. ასევე, აღებულ იქნა ქსოვილოვანი მასალა. ცხედარს ყელის მიდამოში აღენიშნება ქსოვილოვანი ღარი, სისხლნაჟღენთები და მცირე ზომის დაზიანებები. ცენტრის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან გარდაცვალების ფაქტი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი პატიმრის მიმართ დადგა.


ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში დღეს დილით გადაასვენეს.