გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება

20-12-2017

ახალციხის 2018 წლის ბიუჯეტიდან, 13 ააიპ –ი, 4.119.500 ლარს მიიღებს. ყველაზე მეტი თანხა საბავშვო ბაღებს, ყველაზე ნაკლები კი ახალციხის სამხატვრო სკოლას შეხვდება. გასულ წელთან შედარებით, წელს, დაფინანსება. 

2018 წლის ბიუჯეტში ააიპ–ებისთვის თანხები ასე გადანაწილდა:

ახალციხის მელიორაცია – 180 000 ლარი;
სკოლამდელი აღზრდის ხარჯები – 2 635 100 ლარი;
ახალციხისი თემის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება – 430 000 ლარი;
ვალის სამუსიკო სკოლა – 38 800 ლარი;
აწყურის სამუსიკო სკოლა 32.800 ლარი;
ახალციხის სამუსიკო სკოლა – 103 000 ლარი;
ახალციხის სამხატვრო სკოლა – 23 800 ლარი;
ახალციხის ტბა – 53 000 ლარი;
ახალციხის ციხე – 100 000 ლარი;
ახალციხის სასპორტო სკოლა – 106 000 ლარი;
ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბი – 131 000 ლარი;
ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური – 161 000 ლარი;
ახალციხის სათნოების სახლი – 125 000 ლარი;

ბიუჯეტის განხილვაზე, ახალციხის სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელმა ნანა ნათენაძემ განაცხადა, რომ ყველაზე მეტი პრობლემა მის სკოლას აქვს, თუმცა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყველაზე ნაკლები თანხით დააფინანსა: "315 მოსწავლე გვყავს და 100 კვადრატულ მეტრ ფართში ვართ, რაც საკმარისი არ არის. სკოლა არის ცუდ მდგომარეობაში, წყალი ჩამოდის. 16 კლასი გვყავს და ყველა ერთ საგამოფენო დარბაზში ვსწავლობთ. რადგან ეს არის განხილვა, იქნებ გაითვალწინოთ“.ბიუჯეტის განხილვაზე, ახალციხის სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელმა ნანა ნათენაძემ განაცხადა, რომ ყველაზე მეტი პრობლემა მის სკოლას აქვს, თუმცა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყველაზე ნაკლები თანხით დააფინანსა: "315 მოსწავლე გვყავს და 100 კვადრატულ მეტრ ფართში ვართ, რაც საკმარისი არ არის. სკოლა არის ცუდ მდგომარეობაში, წყალი ჩამოდის. 16 კლასი გვყავს და ყველა ერთ საგამოფენო დარბაზში ვსწავლობთ. რადგან ეს არის განხილვა, იქნებ გაითვალწინოთ“.
ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ განმარტა, რომ ეს თანხები ააიპ–ების ფუნქციონირებისთვისაა, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მუნიციპალიტეტი მიხედავს. გარდა ამისა, მერმა განაცხადა, რომ ააიპ–ებმა თავადაც უნდა იფიქრონ შემოსავლების მიღებაზე: "შესაძლებელია მცირე საწარმო გააკეთოს ააიპ–მა, ისე როგორც ახალციხის ციხე, თვითდაფინანსებაზეა და თითქმის აღარ სჭირდება დაფინანსება, ასე შეიძლება ნებისმიერმა ააიპ–მა გააკეთოს, ნივთები გააკეთოს და შემოსავალი მიიღოს“.

წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"