14-03-2019
გორში, წისქვილკომბინატ "კარემენთან" (შინდისის გზატკეცილი 25) ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელსაც პროფკავშირების გაერთიანება შეუერთდება.
ქარხანაში დღეს დილით გაფიცვა დაიწყო. დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატებაა. გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, გუშინ, სავარაუდოდ პროფკავშირული ნიშნით, ადმინისტრაციამ გაათავისუფლა ერთ-ერთი თანამშრომელი, ხოლო 3 თანამშრომელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა, რასაც თანამშრომელთა პროტესტი მოყვა და საბოლოოდ დღეს დილით ქარხანა გაიფიცა.
პროფკავშირებს გაფიცვის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ. გაფიცვამდე მედიაციისთვის კანონით განსაზრვრულმა 21 დღიანია ვადამ შედეგი ვერ გამოიღო. მოლაპარაკების მთავარი საგანი იყო შრომის ანაზრაურების მატება, რომელიც ქარხანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა. დასაქმებულთა უამრავ მცდელობას, რომ შეთანხმება კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზით მიღწეულიყო, ადმინისტრაცია არააადეკვატურად მიუდგა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით უბიძგა დასაქმებულებს უკიდურესი ზომისკენ, გაფიცვისკენ, რაც მათ გარანტირებული აქვთ კონსტიტუციით.
აქცია ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.