ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
აუდიტი: სანდასუფთავების სამსახურმა ბათუმის ბიუჯეტში 316 800 ლარი უკან უნდა დააბრუნოს

15-03-2019

აუდიტის სამსახურის დასკვნით, ბათუმის მერიის ''სანდასუფთავების'' სამსახურმა ​ძროხების ბათუმის ტერიტორიაზე შემოსვლის ყველა ფაქტი ვერ აღკვეთა. 

თუმცა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთისთვის 316 ათასი ლარი დაიხარჯა, - აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.


აუდიტის სამსახური მერიას მოუწოდებს, რომ ამ საქმიანობისთვის "სანდასუფთავებისთვის" მიცემული 316 800 ლარი ბიუჯეტში უკან დაიბრუნოს. "ვალდებულება უწყებამ არაჯეროვნად შეასრულა და მერიამ კი ვერ შეძლო სახელშეკრულებო ვალდებულების არასათანადოდ შესრულების სამუშაოს გამოვლენა და სათანადო რეაგირების განხორციელება" - წერს აუდიტორი თავის რეკომენდაციაში.


აუდიტორების შეფასებას კატეგორიულად არ იზიარებენ არც მერიაში და არც შპს "სანდასუფთავებაში". აჭარის მაუწყებელთან უწყების ეკონომიკური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ თანხის უკან დაბრუნება, რომელიც სრულად გაიხარჯა 50 თანამშრომელზე, არასამართლიანია.


უწყების მონაცემებით, 2017 წელს, ძროხების მეპატრონეებზე, რომლებმაც ქალაქში საბალახოდ გამოუშვეს პირუტყვი, 100-მდე ჯარიმა დაიწერა.