გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს ტიტულის მოსაპოვებლად, ბელგიაში ქართველიც იბრძოლებს

15-03-2019

ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, დღეს საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) ეგიდით კონკურსის - “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2019”- ფინალი იმართება.


ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ამ მაღალი რანგის კონკურსზე საქართველოს სახელით „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“-ის ტიტულის მფლობელი, თამაზ თამაზაშვილი იასპარეზებს.


“ძალიან მიხარია, რომ საქართველო წარმოდგენილი იქნება კონკურსზე. 2018 წლის ივნისში საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) 49-ე გენერალურ ასამბლეას თბილისში უმასპინძლა, რომლის ფარგლებში საშუალება გვქონდა, რომ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სომელიეებისთვის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებისთვის გაგვეცნო ქართული ღვინო, ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ისტორია, წეს-ჩვეულებები. ჩატარდა საქართველოს საუკეთსო ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია, საფერავის ძირითადი ორგანოლეპტიკურიმახასიათებლების (მარკერების)დადგენის საერთაშორისო სესია, ნანა ჯორჯაძის ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”-ს ეროვნული პრემიერა. ასე რომ, სომელიეთა მსოფლიო კონკურსზე უკვე კარგად ნაცნობ ქვეყნად წარვსდგებით”- განაცხადა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა და “მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელმა, შალვა ხეცურიანმა.


კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე“, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) მიერ, 1969 წელსდაარსდა და სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს კონკურსის არსებობიდან საიუბილეო 50-ე წელია და სიმბოლურია, რომ სწორედ იმ ქალაქში, ანტვერპენში, გაიმართება, სადაც პირველად ჩატარდა.

კონკურსის ქართველი მონაწილე, თამაზ თამაზაშვილი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული სომელიე, თბილისის ღვინის სკოლისა და WSET-ის კურსდამთავრებულია.


მან გასულ წელს, სხვა აკრედიტებულ სომელიებთან ერთად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ კონკურსში „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“- ში მიიღო მონაწილეობა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.


კონკურსის, “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“-ის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის ღვინის სკოლა, ავსტრიული კომპანია „რიდელი“, „რედისონ ბლუ ივერია ჰოტელ თბილისი“, „ღონისძიებების სივრცე-რესპუბლიკა“, „წინანდლის მამული“, „გდ ალკო“, „ბადაგონი“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „ბატონო“, „შატო მერე“, „ვინივერია“, „ძმები ასკანელი“, „თელიანი ველი“, „მეღვინეობა ბესინი“, „შუმი“, „შატო ზეგაანი“, „კახეთის ღვინოები“, კვების დაწესებულებების ბიზნეს განვითარების სააგენტო „გასტრონავტი“ და „მარანი ხეცურიანი“.


ამ კონკურსში ყოველთვის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სომელიეები მონაწილეობენ. წინა კონკურსში შვედმა სომელიემ, არვიდ როზენგრენმა გაიმარჯვა. ბოლო მონაცემებით, წლევანდელ კონკურსში გამარჯვების მოპოვებას 66 ქვეყნის წარმომადგენელი შეეცდება, მათ შორის - ქართველი სომელიე, თამაზ თამაზაშვილიც იქნება.