15-03-2019
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, რალფ რეგენვანუმ,საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულა.
რალფ რეგენვანუ ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტი სმიმართ.
“მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ვანუატუს ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობენ საქართველოს. მთავარი მიზანი ამ ვიზიტისა გახლავთ ის, რომ უკეთ გავეცნოთ საქართველოს წინაშე არსებულ საკითხებს,ხელი შევუწყოთ ვანუატუსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, არამხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო
დონეზე.
საოკუპაციო ხაზის მონახულება დაგვეხმარება გავაცნობიეროთ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს ამ რეგიონში. ჩემთვის, როგორც ვანუატუს საგარეოსაქმეთა მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა. როდესაც ამ საკითხზე საერთაშორისო დონეზე იქნება საუბარი, მე
მექნება ზუსტი წარმოდგენაარსებული მდგომარეობის შესახებ. ვანუატუ ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
2011 წელს გვყავდა მინისტრი, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა.ჩემი აზრით, ის გარკვეული პირების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მისი ეს გადაწყვეტილება არ იყო სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია. ამ ფაქტის შემდეგ ვანუატუმ ძალიან მალევე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და აღიარება უკან გაიწვია", - აღნიშნა რალფ რეგენვანუმ.
საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ რეგენვანუ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან.
დელეგაციის წევრები მოინახულებენ იუსტიციის სახლს,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს და ადგილზე გაეცნობიან უწყებების საქმიანობის სპეციფიკას.