გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგოდ მონიტორინგის პირველ ეტაპს იწყებს

16-03-2019

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დასავლეთ საქართველოში გასვლით შეხვედრებს იწყებენ.


20 მარტიდან ფიტოსანიტარები და მონიტორინგის ჯგუფის წევრები საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის ფართობებს, საცხოვრებელ შენობებს დაათვალიერებენ და მავნებლის სავარაუდო რაოდენობას განსაზღვრავენ, აპრილიდან კი დაიწყება სპეციალური ფერომონების დამონტაჟება, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი.


მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ზუსტი თარიღი და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი უკვე მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.


გასვლითი შეხვედრების გეგმები და მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები მონიტორინგის ჯგუფის წევრებს საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო.


„პირველ ეტაპზე დაგეგმილია სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებისა და მონიტორინგის ჯგუფების გასვლითი შეხვედრები და საკარმიდამო ტერიტორიების დათვალიერება. მეორე ეტაპი მოიცავს ფერომონების სადგურების დამონტაჟებას, რაც ნათელ სურათს მოგვცემს, თუ სად და როგორ დავიწყოთ ღონისძიებები. მავნებელთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ყველა რგოლის - მოსახლეობის, ფერმერების, ადგილობრივი თვითმართველობების ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის პოპულაციის შემცირებას და თავიდან აგვაცილებს ეკონომიკურ ზარალს“ - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.