გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

17-03-2019

შსს-ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით ბათუმში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 6 პირი დააკავეს.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ რამდენიმე ბრალდებული ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბოკვერსა“ და აეროპორტის ქუჩაზე მდებარე კლუბ „ფაშაში“ მუშაობდა.

 

ისინი, თანამზრახველებთან ერთად, აღნიშნულ დაწესებულებებში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით სისტემატურად სთხოვდნენ თითქოს და შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს და რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს.