გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხვალ სენაკში ჯემალ აჯიაშვილის დაბადების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით კვირეული დაიწყება

17-03-2019

ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მწერლის მშობლიურ ქალაქში 18-დან 22 მარტის ჩათვლით საიუბილეო კვირეული გაიმართება.


ქართველი ებრაელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცეპრეზიდენტი, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პარიზის ქართულ-ევოპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერიცაა.


ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ფილმების - „მიამბეთ თქვენზე - ჯემალ აჯიაშვილი“ და „ჯემალ აჯიაშვილის ექსკლუზივი“ - ჩვენება.


გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში ჯემალ აჯიაშვილის სახელობის სკვერი და მწერლის ბარელიეფი ყვავილებით შეიმკობა.


დაგეგმილია ფოტოგამოფენები და ლიტერატურული შეხვედრებიც.