გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ირაკლი კვარაცხელიას ხსოვნას პატივი მიაგეს

17-03-2019

ოკუპანტების ტყვეობისას მოკლული 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ხსოვნას დღეს სენაკის საკათედრო ტაძარში პატივი მიაგეს .


სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სენაკის საზოგადოება.


ამ დღეებში მთავრობის წარმომადგენლებმა - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტმა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და გუბერნიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პირადად მიუსამძიმრეს კვარახელიას ოჯახის წევრებს და მწუხარება გამოთქვეს მომხდარი ტრაგედიის გამო.


ირაკლი კვარაცხელის სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.