„ეს ადამიანები მართლაც გმირულად და მოთმინებით უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებსა და პროვოკაციებს მავთულხლართების პირისპირ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა კომპლექსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ ვითარება ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც თუნდაც 5 წლის წინ გახლდათ, როცა ჩვენ მათი საბაზისო საჭიროებების შესასწავლად სოფელ-სოფელ დავდიოდით. მოხერხდა ის, რომ ყველა - 62 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა და 14 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს გათბობის ვაუჩერები 2013 წლიდან გადაეცემათ. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოთხ წელში აღნიშნული პირების გათბობით უზრუნველსაყოფად მთავრობამ 9 463 977 ლარი გამოყო.
წყარო: reginfo