20-12-2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გრიგოლიშის, ნაწულუკუსა და ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ 3 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა. სახლების გადაცემას მერმა ლაშა გოგია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენდა. პროექტის ღირებულებამ კი 500 000(ხუთასი ათასი) ლარი შეადგინა.
ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან.
წყარო: რადიო "ათინათი"